პოლიტიკა

„სინერჯის“ კაპიტალის პარტნიორების დირექტორი, პაპუნა ტოლიაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. მისივე თქმით, ქობულია საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის ერთ-ერთი ოფისის დირექტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი რამდენიმე სფეროშია კომპეტენტური.

სრულად...

ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრას დაესწრო და ალიანსის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.

სრულად...

საქართველოს ურყევი არჩევანი - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი, საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს დღეს, ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, გიორგი მარგველაშვილმა და ემანუელ მაკრონმა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, ბრიუსელში ნატო-ს სამიტის ფარგლებში განცხადება გააკეთა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მოკლე შეხვედრა გამართა.

სრულად...

მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩენილი სოზარ სუბარი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება. მამუკა ბახტაძეს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან აღნიშნული საკითხი უკვე განხილული აქვს და სუბარს და სხვა რეგიონების ახალ გუბერნატორებს მთავრობის დამტკიცების შემდეგ მალევე წარადგენს.

სრულად...

სამუშაო შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო ნაბიჯები დაგეგმეს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიისათვის განცხადებები გააკეთეს და შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრეს.

სრულად...

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ამ კანდიდატებს შორის, არც ერთს არ აქვს პოლიტიკური  ცოდნა, შესაბამისად „ევროპული საქართველო“ ვერ ხედავს იმის პერსპექტივას, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები შეძლებენ ისეთი რეფორმების გატარებას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ახალ მინისტრებს არ გაუჭირდებათ ამოცანების შესრულება, ვინაიდან მათ წარმატებული კარიერა გააჩნიათ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი