საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თეა წულუკიანთან მიმართებაში, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას იზიარებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ხელფასების მომატებას. გახარია აღნიშნავს, რომ 13 200 პოლიციელს ხელფასი უკვე გაზრდილი აქვს.
ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადებას მიმდინარე თვის ბოლომდე გააკეთებს.
მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იქნება, არც ერთ სხვა მის კონკურენტს არავითარი შანსი არ ექნება, თუმცა ექსპერტი ეჭვობს, რომ ივანიშვილმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს „თუ არ იქნება გარემოებები, რომელიც მას აიძულებს ამ ნაბიჯის გადადგმას“.
საჯარო აქტივობა დავასრულე, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მე მერამდენედ ვდგავარ ამ ტრიბუნაზე თქვენ წინაშე. ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ მინდა, ვთქვა ერთი რამ: ჩემთვის 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დღემდე იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე ყოფნა იყო ყოველდღიური ტვირთი და პასუხისმგებლობა. ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა არ არის მარტივი სატარებელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე და 6 ათას იუსტიციელს, რომლებიც ამ უწყებაში მუშაობენ, ყველაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ გვეერთგულა იმ ღირებულებებისთვის, რომლითაც ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მოვედით სათავეში, განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენების ფორმატში.
„პროკურატურის რეფორმასა და საპროკურორო საბჭოს შექმნას ვენეციის კომისიამ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და თანამედროვე რეფორმა უწოდა“, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე წულუკიანის განცხადებას ეხმაურება. კახიძე ამბობს, რომ კანონები, რომლებშიც უნდა ჩაიხდოს საზოგადოებამ არის წულუკიანის მომზადებული და ეს არის ცინიზმი. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულებამდე, საქართველოს ეყოლება თეა წულუკიანის მსგავსი მინისტრები.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც დღეს მის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ჩახედოს კანონებს და ნახავს, რომ იუსტიციის მინისტრი მართლმსაჯულების ხელმძღვანელი არ არის.
ამ დარბაზში თქვენ არავინ გიცნობთ - არც ოპოზიცია, არც უმრავლესობა. შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში არავინ გიცნობთ. თქვენ დღეიდან იქნებით პოლიტიკური ფიგურა. ვინ მოგძებნათ თქვენ? საიდან გაჩნდა თქვენი კანდიდატურა? ვინ არის საქართველოში ის ადამიანი, რომელიც თქვენ გიცნობთ და რომელსაც ჩვენ უნდა ვენდოთ? - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ქობულიას პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე, სადაც დღეს მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების მოსმენა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.