პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ მინისტრი იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, არასამთავრობო სექტორის მიერ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბების თაობაზე, გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სიბინძურეს უწოდებს.

სრულად...

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურთაზ ზოდელავამ ის „დანაშაულებრივი სქემა“ წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების საქმე პირდაპირ არის დაკავშირებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან.

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ თეა წულუკიანი ერთ-ერთი კომპეტენტური მინისტრია და მას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კარგად იცნობენ ად აქიდან გამომდინარე, არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის მოთხოვნა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე მიზანშეწონილი არ არის.

სრულად...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერ მინისტრსა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მოქმედ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან გარიგებაში სდებს ბრალს.

სრულად...

6 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდება.

სრულად...

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ ნაწილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არასამთავრობოები მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე თეა წულუკიანთან კონსულტაციებზე უარს ამბობს.

სრულად...

„ღმერთის წინაშე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და ეს ჩემთვის ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თქვენი ოჯახების უბედურებას უყურებს“, უთხრა გიორგი კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძეს.

სრულად...

„პირადად თქვენგან არ ყოფილა ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა, თორემ ეს შეხვედრა აქამდეც შედგებოდა, ამ აქციების გარეშე", უთხრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სუს-ის სპეცოპერაციის დროს, პანკისის ხეობაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შუაღამისას დაჭრილი და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს.

სრულად...

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები დაიწყო. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი