აშშ-ში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტმა დაადასტურა, რომ მისი საგარეო პოზიციები მყარია და მას ამ როლის შესრულება კიდევ დიდხანს მოუწევს“, აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების პარლამენტარები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები, რუსეთისგან მომდინარე კონვენციური და არაკონვენციური საფრთხეები, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და სხვა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს დიასპორის ფორუმის მონაწილეებს მიღებაზე უმასპინძლა და მათ სიტყვით მიმართა.
ივანიშვილს უნდა ჩემი ხილვა ქართულ მიწაში, მაგრამ ის მიხილავს მე ქართულ მიწაზე, როგორც ცეცხლის ეშინია, ისე ეშინია ჩემი საქართველოში ჩამოსვლის, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ პირდაპირი ჩართვისას.
ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს იმისათვის, რომ იმუნიტეტი შეიძინოს, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პირდაპირი ჩართვისას და დაამატა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში ვერ დარჩება იმის მიუხედავად, რომ მას მილიარდები აქვს.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუკი, საქართველოს პარლამენტი სწრაფად მიიღებს კანონს და წარმოშობით ქართველებისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული პროცედურები უფრო ლიბერალური გახდება.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ქვეყანასა და ხალხს პარტია „ქარული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ულოცავს:
საფრანგეთი იდგა საქართველოს გვერდით ყველა მნიშვნელოვან და ისტორიულ მომენტში, რაც მომავალშიც გაგრძელდება,- ამ სიტყვებით მიმართა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მთავრობის ადმინისტრაციაში შაბათს გამართულ შეხვედრაზე.
დღეს ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყანა და ღმერთმა ქნას, ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვეყვანოს იმ სანუკვარ ნავსადგურში, რომელზეც 1918 წლის 26 მაისს და მანამდეც, ქართველთა არაერთი თაობა ოცნებობდა, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო მიღების მონაწილეებს, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საული ნიინისტოს შეხვდა, რომელიც თბილისში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად ეწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.