თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეწყალებას აკრიტიკებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოტივაცია შეწყალებასთან დაკავშირებით, გაუგებარია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.
„ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას მანამ, სანამ არ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან შეწყალების პროცესის“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის 2017 წელს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების პროცედურულ საკითხებს ეხებოდა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პარტიის შიგნით დაპირისპირებას უარყოფს. როგორც კალაძე აცხადებს, გუნდში არა დაპირისპირება, არამედ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.
უმრავლესობა შეიძლება განიწმინდოს იმ ადამიანებისგან, ვისაც „ქართული ოცნება" გადაწყვიტავს, რომ ხელს უშლის ამომრჩეველთან ნორმალურ ურთიერთობაში, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ფაქსიმილეს გაყალბების თაობაზე, მისი პირველი მოადგილის, გედევან ფოფხაძის ბრალდებას ეხმაურება.
ქართული საბანკო სექტორის წინააღმდეგ გამოდის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ „საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის - ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი“.
- დიახ, პატივცემულო „პროებო“, ტყუილად უგებთ ნიშანს ერთმანეთს, რადგან სირიაში არცერთი არ ხართ „გამარჯვებულები“....
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ „თვითერით" განცხადება გაავრცელა და აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს „სათანადო და საჭირო” უწოდა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხებთ საერთო შეთანხმების საფუძველზე კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში სამუდამოდ ძალიან კარგად და სწორად მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეთანხმება აუცილებლად შედგება“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.