პოლიტიკა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად საპარლამენტო ოპოზიციისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატები, ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა აირჩია.

სრულად...

პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი ინიციატივა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში 2 მაისს წარსდგება.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილის დანიშვნიდან მეორე სამუშაო დღესვე თანამდებობა დატოვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ, რომლის მიმართაც ოპოზიციის მხრიდან არაერთმა კორუფციულმა ბრალდებამ გაიჟღერა.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას  ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთანს საუბრისას განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული.

სრულად...

პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია „ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება.

სრულად...

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი იყო პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკელი კონგრესმენის, უილ ჰარდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს. როგორც იგი  „ნაციონალური მოძრაობის" სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება არსებული სოციალური პირობების გაუმჯობესება.

სრულად...

ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ჩემს მშობლიურ კუთხეში. ძალიან დიდი სიყვარულით მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ. მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის სახელით მადლობას ვუხდი ყველა აქტივისტს, ვინც ჩვენს წარმატებას აშენებს, ვინც ყოველდღიურად შრომობს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს წინსვლა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა პარტია „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი