კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ნოდარ ხადურის განცხადებით, სააგენტო კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით მოკვლევას ყველა ინფორმაციის მიღებამდე ვერ დაიწყებს.
თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა საქართველოს მთავრობაში წარადგინეს. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცედურულად შემდეგი ნაბიჯი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენაა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე" წაიკითხა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პარტია დედაქალაქის შემდეგ, ხელმოწერების შეგროვებას საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გეგმავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონისპროექტს 111 ხმით დაუჭირეს მხარი.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან ერთად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის (2014 – 2017 წწ) შედეგები კონფერენციაზე “სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ შეაჯამა.
გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც, ასე პასუხობს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს.
სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არის უზენაესი და პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება, განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობასთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
საქართველოს პრეზიდენტმა ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშნა. გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.