სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღი პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მმართველობა, გამჭვირვალობა, რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯვა და, რა თქმა უნდა, ეფექტურობის კონტროლიც, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია და კონსპირაციის თეორიები მოვისმინე, ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მედიას შეკითხვაზე, კვლავ ძალაშია თუ არა ქართული მხარის მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადირებაზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილი ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმე უკრაინის შიდაპოლიტიკური საკითხია.
შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი და რჩება ძალაში, თუმცა, გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით, ინსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით უმჯობესი იქნებოდა, რომ სუბიექტი ყოფილიყო პარლამენტი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას.
„საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩვენი ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე - „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ სიტყვით გამოსვლისას.
პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ „დასავლეთში არსებობს ორჭოფობა“, როგორც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ისე, მისი ოპონენტის, დღეს უკვე დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მისი აზრით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს „ერთის მხრივ, უყურებენ, როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორს“, მაგრამ მეორეს მხრივ, სააკაშვილს აქვს შანსი რომ „იყოს დასავლეთის მოკავშირე“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაპატიმრების გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში საგანგებო შეხვედრას თბილისში მართავდა, მოითხოვს „შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა“ და გათავისუფლდეს იგი პატიმრობიდან“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. აღნიშნული განცხადება პარტიის ოფისში გამართული პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.