ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა, ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, ელენე ხოშტარიას შეკითხვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებამდე საქართველოს პარლამენტში კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში მინისტრთა კაბინეტის მოსმენა მიმდინარეობს.
გია გაჩეჩილაძეს შეურაცხმყოფელი განცხადებები რომ არ გაეკეთებინა ჩემი გუნდის წევრების მიმართ, ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებდი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე ირმა ნადირაშვილის შეკითხვის საპასუხოდ.
ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯები, რომელსაც ვგეგმავთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრაციისა და შერიგების პოლიტიკის კუთხით, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
თანამედროვე ქართველო ლიბერალებო (ნეო, ულტრა, „ლიბერასტებო“), მუდამ რომ იშველიებთ და სპეკულირებთ იმით, რომ დიდი ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყოო და ეს არგუმენტად მოგაქვთ პოლემიკისას, რათა თქვენი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული მოქმედებანი გაამართლოთ, აი, ილიას ამ ცნობილ ციტატაზე რაღას იტყვით?!
„პრემიერ მინისტრის შესაძლო გადადგომაზე ჭორები და სპეკულაციები ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ ზეგ ვამტკიცებთ პრემიერ მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას“, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერის კიდევ ერთი მოადგილის კანდიდატურა წარადგინა. დედაქალაქის მერის მოადგილის თანამდებობას ილია ელოშვილი დაიკავებს.
ვიცე პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე, ბრუნო ბალდუკი.
ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიაში.
საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელს პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სეიმის მარშალი მარეკ კუჩინსკი და სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი აწერენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.