იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 5-წლიანი საქმიანობა შეაჯამა.
„საქართველოს პარლამენტი ხვალ საბოლოოდ მიიღებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც ქვეყნის თავდაცვის საკითხები სათანადოდ მოწესრიგდება“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული გნაცხადება ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 226 პირი.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე -11 კონფერენციის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისაკენ მოუწოდა. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნისას გააკეთა და შესაბამისი მოწოდებით კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ აბდულ რაჰმან ბინ სალეჰი ალ-ბანიანს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.
ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი მონაწილეობა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამდენი სტუმარი ჩამოვიდა საქართველოს ულამაზეს ქალაქ ბათუმში, რათა იმსჯელოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი რეგიონი და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი, უფრო უსაფრთხო, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მისასალმებელი სიტყვისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტვირთების მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოს შეთანხმების საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.
ვფიქრობ, ამ ადამიანმა ჩუმად, ხანდახან სამართლიანი, მაგრამ ძირითადად, ბევრი უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, ასე აფასებს თბილისის მერის, დავით ნარმანიას საქმიანობას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.