„ქართული ოცნება“ პარტიის მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და მის ყოფილ თანაგუნდელს, მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს. უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი იყვნენ.
„ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, თანაბრად იგრძნოს განვითარება ყველა რაიონმა და ყველა უბანმა“, აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ სანზონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქში მცხოვრებ დევნილებს მერიაში სპეციალური სამსახურის შექმნას დაჰპირდა.
დარწმუნებული ვარ, ეს კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველოში შეუქცევადად დამყარდება დემოკრატიული სისტემა, აღნიშნული განცხადება მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას არ აპირებს. პრემიერმა განცხადება ცოტა ხნის წინ მედიის წარმომაგენლებთან საუბრისას გააკეთა.
„ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. ჯერ კიდევ რჩება ბევრი ოჯახი, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება, ამიტომ სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად განვითარდება“, აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავჭალაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.