საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფოს იმიჯი შეილახა იმ შთაბეჭდილების შექმნით, რომ საზოგადოებას არ შეუძლია შეთანხმება უმნიშვნელოვანეს საკითხზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე და საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე ისაუბრეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ავტობუსში ჩხრეკისას პასპორტი მოპარეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიტვის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ჟიგიმანტას პავილიონისი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
„ქართული მარში" მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. მოძრაობის წევრები მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებასა და 500-კაციანი „სასიკვდილო შიმშილობის" დაწყებასაც გეგმავენ.
გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა იყო.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გუშინ განვითარებული მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ „უკრაინაში დავინახეთ პოლიტიკური დევნის საშუალებით ოპონენტის მოშორების აშკარა მცდელობა".
პირველ რიგში, მინდა მივულოცო საქართველოსა და უკრაინის ყველა პატრიოტს, გუშინ დაიმსხვრა ივანიშვილ-პოროშენკოს შეთანხმება, ჩავარდა მათი გეგმა, გეგმა, რომელიც მათ ქართველი და უკრაინელი ხალხის ზურგს უკან დასახეს", აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა გააკე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა „წუხანდელი გარღვევით“ აჩვენა, რომ ფიგურაა უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამავე დროს მან „საქართველოში თავისი მომხრეებიც გამოაცოცხლა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მაგარია“.
საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტისას მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სერჟ სარგსიანთან და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედვარდ ნალბანდიანთან გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.