საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა დაიწყო. სხდომა ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. სესიამდე კანონმდებლები ბიუროს სხდომაზე შეიკრიბნენ.
პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების სექტემბრის ბოლოს, მესამე მოსმენით მიღებამდე, პარლამენტი ვენეციის კომისიისგან კონსტიტუციის პროექტზე შუალედურ ანგარიშს მიიღებს.
საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობას და პერსპექტივებს, წინა შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებისა და პროექტების შესრულებას, დასახავენ სამოქმედო გეგმას 2017-2019 წლებისთვის. შეხვედრის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი განცხადების ხელმოწერა.
როგორც ცნობილია, თავისუფლება და დემოკრატია არ არის თავისთავადი მოცემულობა - ის ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებისათვის გალა-დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები კახეთის რეგიონში წარადგინა.
პოლონეთში, კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო პანელის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და პოლონეთისა და მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს, ჰილიკ ბარს შეხვდა. შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისრაელის სახელმწიფოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და „EBRD"-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.