ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა, რადგან აღიარებული იქნა საქართველოს წევრობის პერსპექტივა, თუმცა არსებობს პირობები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს.
GUARDIAN.GE - ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე ქართულ ენაზე წერს.
„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის. ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. თქვენი ქვეყნები არიან ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი. დღეს ლიდერების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მე თავის მართლებას არ ვაპირებ, ეს ხდება დაახლოებით 25 წელიწადია. გამოვიდე ტელევიზორში და თავი ვიმართლო?! - განაცხადა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ რუსეთიდან თანხების მიღების შესახებ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში საუბრისას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, მოგვიანებით, გარემოს დაცვის მინისტრი, შემდგომ კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ იმის შესახებ წერს, თუ რას დაკარგავს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმიღების შემთხვევაში.
ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ახლა თუ ვიკრიბებით, არ დავიშალოთ იქამდე, ვიდრე რეზოლუციის მთავარი მოთხოვნები მაინც არ შესრულდება! სხვანაირად არაფერს აქვს აზრი! - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წყალტუბოს და სამტრედიის მაჟორიტარულ ოლქში, ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.
ვაქცინა არ მუშაობს, სანქცია არ მუშაობს ანუ პრემიერ ღარიბაშვილის თავი არ მუშაობს. 24-ში ისევ იმდენი ქუჩაში! - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი წერს.
აბსოლუტურად ყველა, ნეიტრალურ, დამაჯერებელ არაპროპაგანდაში გასვრილ ტელევიზიას, თუ არასამთავრობოს მივმართავ, შეამოწმონ ჩემი ოჯახის აბსოლუტურად ყველა ანგარიშები. სოლიკო ვირსალაძით ვერ გადაფარავთ ბინძურ უჩა მამაცაშვილის, ირაკლი რუხაძის, ოთარ ფარცხალაძისა და სხვა ოლიგარქების ბინძურ სქემას“, – განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.