დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი - უკიდურესად განრისხებულია მისი პატრონი, ბატონი ბიძინა, - განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამდაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისადმი გაკეთებული განცხადების შემდეგ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს და საქართველოში არასდროს აღარ იყოს ერთპიროვნული მმართველობა.
კითხვის დასმა და პასუხის არმოსმენა ნამდვილად არ არის ევროპული პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კი დასრულდება, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება როგორც კი იქნება მიღებული და ისინი დაამტკიცებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ დასაკარგი არ გვაქვს არც ერთი დღე. უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ, გონივრულად ამ რეფორმების განხორციელება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ დავით უსუფაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, თითქოს ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მუშაობდნენ.
ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს, ესაა ჩვენი, ქართველი ხალხის ნება, რომელიც ჩვენ დავაკანონეთ და ჩვენს მიერ გადადგმული კონკრეტული, ეფექტური ნაბიჯებით, ქმედებებით, პროცესი გავხადეთ შეუქცევადი - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში, დეპუტატ დავით ზილფიმიანის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში, დეპუტატ გიორგი ბოტკოველს მიმართა და აღნიშნა, რომ ვრცელდება ინფორმაცია მის მიერ პარტიის ქონების მისაკუთრებაზე.
ყველაზე ანტიევროპული ძალა დღეს მელაპარაკება ევროპულობაზე. გესმით, რა ხდება? ეს უბედურებაა. კაციჭამია, კანიბალი რომ გელაპარაკებოდეს ვეგეტარიანელობაზე, იგივეა ამათი მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
ბუნებრივია, როგორც კი დამტკიცდება ევროპული საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება და რეკომენდაცია ჩვენ დავიწყებთ მუშაობას თქვენთან ერთად, პარლამენტთან ერთად, მთავრობა მზად არის, რომ პროცესი რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს, - ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დეპუტატ მაკა ბოჭორიშვილის კითხვაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.