„ქართული მარშის“ შესახებ თავის მოსაზრებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია.
თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ აცხადებს, რომ თურქეთი ერთგულია თავისი ნომერ პირველი გეგმის, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს.
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, 17 ივლისს, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი გაიმართება. პეტრო პოროშენკო თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან - სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება.
საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტარებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციიდან საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მცოცავ ოკუპაციასთან და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელი შეფასებებისაკენ მოუწოდა.
საქართველო გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენს ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია - დღეს უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული და ხელშესახები შედეგები, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად, უმჯობესი იქნება ჯერ ბორდერიზაციის პრობლემა აღმოიფხვრას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.