საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვებში ჩართვას უშუალოდ პრეზიდენტს სთავაზობს.
წინა ხელისუფლებას ბლოკად დავუპირისპირდით. ეს პოლიტიკური ტრადიციაა და რატომ ვაუქმებთ? აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
პარლამენტის ბიურომ საქართველოს პარლამენტის 108 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი მიმართვა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის აშშ-ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ასე იყო ეს გასული 25 წლის განმავლობაში და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი 25 წლის განმავლობაში შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობა შევქმნათ, რაც არის გარანტი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავზე, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტისადმი.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოსთან დაკავშირებით 30 ამერიკელი კონგრესმენის აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართვას გამოეხმაურა.
მოვითხოვთ, რომ ე.წ. ღამის მგლების დანარჩენ წევრებსაც უარი ეთქვას ჩვენს ქვეყანში შემოსვლაზე, აღნიშნული განცხადება „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით მიმართა.
„კონგრესმენების წერილი ეს არის დადასტურება საქართველოსადმი აშშ-ის ძალიან დიდი მხარდაჭერის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა კონგრესში", აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-წლისთავისა და ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაში მიიღო მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.