პოლიტიკა

საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა, ესაა კონსტიტუციით დადგენილი და რა თქმა უნდა ყველამ პატივი უნდა სცეს ამ წესებს და კანონებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა გუნდმა და მისმა პარტიამ გავაფორმეთ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი, რამაც რეალურად, ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

ჩვენ, გარდა იმ რეფორმისა, რომელიც უკვე განვახორციელეთ და რამაც, რეალურად, ქვეყანა გარდაქმნა და წარმოაჩინა, როგორც სამაგალითო დემოკრატია, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ წინ ჩვენი მიღწევებით, მაგრამ ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ მუშაობა ბრიუსელთან, ევროკავშირთან, ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ის რეფორმა, რომელიც იყო, იგივე 19 აპრილის შეთანხმებაში, ძალიან ბევრი, დიდი ნაწილი გადმოსულია ამ დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

დაველოდები 23-24 ივნისს და თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლო და ისეთივე შეურაცხმყოფელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

სრულად...

ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როცა საუბარია დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

სრულად...

მე ვარ მთავრობის მეთაური, მე გამოვხატავ მთავრობის პოზიციას და გესაუბრებით იმაზე, რა რეალობაც გვაქვს. ისე ნუ წარმოვაჩენთ და ჩვენ ეს არ გვითქვამს, რომ ჩვენ რაღაც სასწაული, იდეალურები ვართ, უშეცდომოები და ა.შ. ეს არის პროცესი. მიმანიშნეთ, რომ აწმყოზე გვესაუბრეთო. თქვენი ხელისუფლება, თქვენ "მთავარი არხის" წარმომადგენელი ხართ და "მთავარი არხი" არის სააკაშვილის პარტია, სააკაშვილის ტელევიზია. გეუბნებით მთავარს, რომ ამ ეტაპზე მინდა, რომ შევინარჩუნო პილიტკორექტულობა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ მეტი ვისაუბრო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, მე ჩემს ხალხს, ვალდებული ვიქნები, რომ ჩავაბარო ანგარიში,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით. ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

მინდა, ზოგადად ყველას შევახსენო შემდეგი, რომ ჩვენი სახელმწიფო, პირველ რიგში, არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ერთი და მეორე, მთავარი, ჩვენი ქვეყანა იმართება კანონით, კანონებით და კონსტიტუციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ეხებოდა.

სრულად...

„ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სამარცხვინოა და ქვეყნის ბედი კონკრეტულ პერსონებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაყვეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...

არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვა, ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი