„სალომე ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლაში ყველაზე საინტერესო იყო მცდელობა, „ოცნების“ ლიდერები „ჩაეშვა“ ივანიშვილთან, ანუ ბიძინასთვის ეთქვა: კობახიძე-ღარიბაშვილი შენზე კარგად არ მუშაობენ, მათი ბრალია, რომ ასეთი ცუდი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა. ჩემზე რომ დაგედო ფსონი, მე ევროპაში უფრო კარგად მოვაკვარახჭინებდი საქმეს“, - ამის შესახებ პროფესორი გია ნოდია „ფეისბუქში“ წერს.
გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში 16 ივნისს, 19 საათზე თბილისში, ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე მივა.
გერმანიის გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის კი ოპოზიციური ფრაქცია CDU/CSU საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან, რასაც თავის მხრივ, გერმანული მედია აქტიურად აშუქებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 14 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
„ბორენკას კადაფის ან/და ჰუსეინის ან/და მილოშევიჩის ბედის გაზიარება არ ასცდება. დიქტატორის მოშორების სხვა რეცეპტი მსოფლიოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს“, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი წერს.
„20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას. იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს“ , - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.
უკრაინას შეიძლება, გაუჩნდეს რაღაც მომენტში იმის მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი, ამის ძახილი შეიძლება, იყოს, რასაც არ უნდა ვუპასუხოთ, არ შევიდეთ პოლემიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ში და ევროპაში მისი ვიზიტებისას „არსად, არც ერთხელ, არასოდეს, არანაირი მოწოდება არ ყოფილა, რომ აბა, თქვენ სადა ხართ, რატომ არ არის მეორე ფრონტი და რას აპირებთ; მოდით და თქვენც მიიღეთ მონაწილეობა – ეს არ არსებობს, არის მოგონილი, არის ტყუილი“.
„დღეს კიდევაც ერთგვარად ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს, მე მგონი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ, თუმცა მას საქართველოს მთავრობის მეთაური არ უხსენებია.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს თბილისში ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არ გაწიეს სათანადო მუშაობა, რათა ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაწერილიყო და მას ბრიუსელში ჩასვლისას „გაფუჭებული საქმე“ დახვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.