სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ეხლა მე მაქვს შეკითხვა „ოცნებასთან“: ომი გინდათ?! თუ თქვენი უმსგავსო პოლიტიკის და გზავნილების შედეგად არ მოგვანიჭებენ ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ომი გექნებათ საქართველოს მოსახლეობასთან.
მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, არც ერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ, ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თუ ამ ადამიანებს რეალურად გული შესტკიოდათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და შესტკივათ, როგორც ისინი ამბობენ, მაშინ რატომ არ მოუწოდეს თავის პარტიას, კითხვას ვსვამ საჯაროდ, რატომ არ მოუწოდეს, რატომ არ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი სამარცხვინო ანტი-სახელმწიფოებრივი და ანტი-ქართული რეზოლუცია არ მიეღოთ ევროპარლამენტში. ჩვენ აქ კითხვები არ გვაქვს, მეგობრებო. ყველას კარგად ესმის ყველაფერი, ეს რას ემსახურებოდა,- - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს მინდა ასეთი რამ შევახსენო. ახლა, რამდენიმე დღის წინ მიიღეს ევროპარლამენტში რეზოლუცია. ამ რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო ევროპის სახალხო პარტია, რომელსაც ეძახიან EPP-ის. ვინ არის ეს პარტია, ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ ამ პარტიის შვილობილი პარტია და მათი მთავარი მოკავშირე არის ისევ და ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მინდა შევახსენო ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოებას, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა ღიად და თქვა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და აქვე დაამატა, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენო, არამედ ეს ომი სხვაგანაც უნდა გადავიდესო, საქართველოში უნდა გადმოსულიყო მათი გეგმის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როდესაც ჩვენი შიდა უპასუხისმგებლო ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ გარკვეული რეზოლუციების გამო, რძესთან და ყველთან დაკავშირებით, ამაზე ათასი ცინიკური განცხადებები გაკეთდა. ევროკავშირი რუსეთს ყოველ დღე უხდის 1 მილიარდ დოლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავარი რეკეტიორი ბიზნესის, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში კეზერაშვილის სახით ჩაწერეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერში არსებული დამოკიდებულება, „ქართული ოცნების“დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, კატეგორიულად მიუღებელია.
ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.