„ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ვლადიმერ მაკეის თბილისში, ეს არის ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ვიზიტი მძლავრ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს და მათ შემდგომ განვითარებას“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მთავარია, ჩვენ ინფლაციის დონე შევძლოთ და შევინარჩუნოთ ისეთი, რომ არ აისახოს ნეგატიურად მოსახლეობაზე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, "იმ პირობებში, როდესაც ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობა დუმს და არანაირ ინფორმაციას არ აწოდებს მოსახლეობას, ვაიძულოთ მთავრობის ეკონომიკური გუნდი მოვიდეს პარლამენტში და ღია და გამჭვირვალე დებატისა და საპარლამენტო მოსმენის გზით მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია, როგორ ხედავს სიტუაციას და რას აპირებს".
საქართველოს ორდღიან ვიზიტად ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი ეწვია. საგარეო უწყების ცნობით, ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, სტამბოლში, "ევრაზიის გვირაბის" გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით პრეზიდენტის სასახლეში ერთობლივი საახალწლო მიღება გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა, მეუღლეებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ერთობლივ წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.