საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.
ევროპარლამენტმა 7 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია ევროპარლამენტის 485 წევრის მხარდაჭერით ხუთშაბათს დაამტკიცა. წინააღმდეგი 132 დეპუტატი იყო, 29-მ თავი შეიკავა.
პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შესახებ დადგენილება მიიღო. პროცედურულად, დადგენილების მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო კომისია მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში დაკომპლექტდება და მუშაობას შეუდგება.
საკანონმდებლო ორგანო არ მიიღებს არც ერთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს სხვადასხვა სიპ-ების 200-მდე თანამშრომელს რეორგანიზაცია შეეხოს. მისი თქმით, ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, "როცა დაიწყება, პროცესი იქნება გამჭვირვალე".
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა წარმოდგენილი იქნება 23 წევრით, საპარლამენტო უმცირესობა - 8 წევრით, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" - ორი წევრით. კომისიის შემადგენლობში იქნებიან ასევე ექსპერტები და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმადგენლები.
უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება.
„ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აირჩია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა. ეს არის თავისუფალი ხალხის არჩევანი იცხოვროს თავისუფალ საზოგადოებაში და ბუნებრივია, რომ ამ სურვილის ყველაზე ადეკვატური განხორციელება სწორედ ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკური მოწყობაა და მისი ამ პროცესის მუდმივი გაღრმავება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა "თბილისის სტრატეგიული დისკუსიის" გახსნის ღონისძიებაზე.
"თბილისის სტრატეგიული დისკუსია 2016" გაიხსნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პირველი ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და ლატვიის მეშვიდე პრეზიდენტმა, ვალდის ზატლერსმა გახსნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.