გააკეთეთ მაქსიმალურად ყველაფერი, რათა შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონის განმავლობაში – მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამგვარი დავალება მისცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, უწყებაში ისევე როგორც სხვა სამინისტროებში, რესტრუქტურიზაცია იგეგმება.
ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონიდან დღეს 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარგსიანს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბელარუს კოლეგასთან, ვლადიმირ მაკეისთან ერთად, საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვლადიმირ მაკეის შეხვდა. ვლადიმირ მაკეიმ ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ცნობით, ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში სტუმრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.