არსებობს ქონება და არსებობს ამ ქონებისთვის მოდავე ორი მხარე. რომელია ამ მხარეთა შორის მართალი, უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, - აღნიშნული განცხადება "რუთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იან კელი აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადება დეპარტამენტის პოლიტიკაა.
"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მფლობელი, გია ყარამანაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც მისი აზრით, "ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას" მოჰყვება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“ - ის სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავაშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს და პირობას დებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების“ მიუხედავად ქვეყანაში, როგორც „მედიის პლურალიზმი, ისე მედიის თავისუფლება“, უზრუნველყოფილი იქნება.
„ჩვენ ვქმნით 21-ე საუკუნის პოლიციას. საზღვრის დაცვის მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის ახალი ხელმძღვანელის, დავით ნიკოლეიშვილის წარდგენისას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი დავით ნიკოლეიშვილი წარუდგინა.
შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს ეკონომიკის გაზრდის ძალიან კარგი გეგმა აქვს. თუმცა ელჩი მიანიშნებს, რომ თავად რეგიონი დგას გამოწვევების წინაშე, რასაც საქართველოც ვერ აუვლის გვერდს და ეს "რთულ პერიოდს" ქმნის.
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თავმჯდომარეობით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობასა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან გამართული შეხვედრა დასრულდა.
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თავმჯდომარეობით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობასა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან გამართული შეხვედრა დასრულდა, რომელიც ძირითადად პარლამენტში მთავრობის მიერ შეტანილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაეთმო.
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თავმჯდომარეობით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობა თითქმის სრულადაა შეკრებილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.