რამდენიმე საათის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ე. წ. შეჩერების მექანიზმის თაობაზე საბოლოო შეთანხმების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ დარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეებისთვის აინთება მწვანე შუქი ვიზის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის, რაც არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა მოგილოცოთ ყველას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიზნესასოციაციის ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ გვჭირდება ეუთო-ს უფრო ფართო და გაძლიერებული ჩართულობა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ისე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის მთლიან პროცესში“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენალურ სხდომაზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს, აბულფას გარაევს შეხვდა.
"ევროკავშირმა ახლა დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს საკმაოდ დამსახურებულად უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს", - ასე უპასუხა ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ "თვითერზე" განთავსებულ განცხადებას, რომელშიც იგი ევროპელ მაღალჩინოსნებს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანის ზლამეცი საქართველოს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის, შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებას ულოცავს, - ამის შესახებ დიპლომატმა პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში “ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის თავმჯდომარეს მანფრედ ვებერს, ევროკომისარს იოჰანეს ჰანს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და ევროპარლამენტის პრეიზდენტს, მარტინ შულცს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი ვიზა-ლიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას ეხმაურება.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ვიზა-ლიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზა ლიბერალიზაციის ე.წ. დროებითი შეჩერების მექანიზმის შეთანხმების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზას ურყევად და შეუქცევლად ადგას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.