ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ევროპარლამენტის უპირობო მხარდაჭერის იმედი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხში, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან გამართა. მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე იმსჯელეს.
გუბაზ სანიკიძე არის ადამიანი, რომლისთვისაც უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველო, არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ეს არის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ჩემთვის პოლიტიკოსის შეფასებებში, როდესაც ადამიანითვის უპირველესი არის სამშობლო და ქვეყნის ინტერესები, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
გუბაზ სანიკიძე ”დემოკრატიულ მოძრაობას” შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განაცხადება სანიკიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, დღეს სხდომაზე საუბარი იქნება ყრილობის გამართვის, დელეგატების არჩევის წესსა და დღის წესრიგზე.
იქნებ, დავასრულოთ არაფრისმთქმელი დისკუსია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მანანა კობახიძემ უმცირესობას პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, იეშიმ ელჰან-კაიალარსა და წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილეს, გიორგი კიზირიას შეხვდა.
გიორგი კვირიკაშვილს, კახა კალაძეს, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
საკანონმდებლო ორგანო დღეს მთავრობაში გადანაცვლებული დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.
ივანიშვილის მთავრობამ გამოგვიცხადა, როგორ აპირებს, კიდევ უფრო გაუძვიროს ცხოვრება მოქალაქეებს, როგორ ამოაცალოს ფული ჯიბიდან ადამიანებს, როგორ გააღარიბოს ხალხი კიდევ უფრო მეტად, - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.