“რესპუბლიკური პარტიის“ მთავრობის წევრები თანამდებობებზე გააგრძელებენ ყოფნას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ან პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება სხვა რამეზე არ მიანიშნებს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ფრაქციის გაფართოებული სხდომის დასრულების შემდგომ გააკეთა.
14-15 ივლისს საქართველოს ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი ეწვევა.
"ცენტრ პოინტის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს საარჩევნო პროცესს უკავშირებს ვახტანგ რჩეულიშვილი. იგი აქცენტს ქონების გადანაწილებაზე აკეთებს და ამბობს, რომ "ასე მოხდა წინა არჩევნებზე და იგივე ხდება დღესაც". აღნიშნული განცხადება რჩეულიშვილმა პროკურატურასთან გააკეთა. იგი სახეწლმწიფოს თანხების გადაუხდელობაში ედავება და მიიჩნევს, რომ "ჩვენ 95% ვალდებულებები შევასრულეთ მაშინ, როცა 70% ცუდი გადამხდელი გვყავს, მთავრობას კი ჩვენი 50 მილიონი მართებს".
თანამდებობიდან გადადგომის კალენდარზე მე და პრემიერ მინისტრი ჩამოვყალიბდებით, - აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ფრაქცია „რესპუბლიკელების“ გაფართოებული სხდომის დატოვების შემდეგ გააკეთა.
ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 27 დეპუტატია, რომელსაც სასესიო პერიოდში, არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, „კონსერვატიული პარტია“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
„მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, იქ, სადაც ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესად გამომდის, სადაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთე და წინ ბევრი კარგად გასაკეთებელი საქმე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაცემა „იმედის დროში“.
ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი ჩაშლილად გამოცხადდა. მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე - „მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?“. თუმცა, გამოკითხვა ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო, არ შედგა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში პრესკონფერენციას გამართავს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, ნატო გააგრძელებს პარტნიორების დახმარებას და მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.