“ქართული ოცნება” ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოქმედი დეპუტატის, ენზელ მკოიანის წარდგენას გეგმავს. guardian.ge აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ მკოიანთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას მობილური ტელეფონი გათიშული აქვს.
"ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო სიას, როგორც ეს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, ივლისის პირველ ნახევარში წარადგენს.
საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და ამერიკელ სენატორებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„საქართველომ ბევრს მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის სამაგალითო გახდა", - აღნიშნული განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, NATO -ს სამიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს პრემიერ მინისტრს, შარლ მიშელს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში, NATO -ს სამიტის ფარგლებში, NDI-ის თავმჯდომარეს, მადლენ ოლბრაიტს, ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს, ფრედერიკ კემპეს და ვიცე პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს შეხვდა.
ნატო-საქართველოს კომისიამ ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ სხდომაზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღო. დეკლარაციას guardian.ge სრულად გთავაზობთ.
ვარშავის სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გეორგ ლეუკას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.