”თავისუფალმა დემოკრატებმა” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები სასტუმრო ”რუმსში” გამართულ ღონისძიებაზე პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დაასახელა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინა მუტონენი გახდა. პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, რომლის მიხედვითაც, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის წარმომადგენელს, კრისტინა მუტონენს 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს კი -73-მა.
ნატო-ში ჩვენ არ მიგვიღებენ, ალბათ, მომდევნო 6, 7 ან 8 წელი. ეს არის ჩვენი პოზიცია, - აღნიშნული განცხადება "მრეწველების" ლიდერმა, გოგი თოფაზემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის წარმომადგენელ კრისტინა მუტენინს 91-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, ფრანგ ალან ნერის -26-მა, გიგი წერეთელს კი - 85-მა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარი ავსტრიელ დეპუტატს დაუჭირა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუცია „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ ცივილურად, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილება არც პარტიის წევრებს და არც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიღებული არ აქვთ.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ წაყენებულ ბრალდებას გიორგი გიუნაშვილის მიმართ - ტერორისტულ საქმიანობასა და შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, აპროტესტებენ მისი ახლობლები და თანასოფლელები.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების თაობაზე ოპოზიციის ინიციატივა იქნება.
თუ წერეთელი ავირჩიეთ ქვეყანა დაიქცევა და საქართველოს არჩევნები გადაელოცება მიშა სააკაშვილს - ასე არ არის - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.