მომავალი არჩევნები ძალზედ მნიშვნელოვანი გამოცდაა, რომ შევამოწმოთ საქართველოს დემოკრატიის მოქნილობა და გაძლიერება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა გააკეთა.
”საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" ხუთ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკის შექმნაზე განცხადება გააკეთა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ფიქრობს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს ”სულ მალე” მიანიჭებენ. განცხადება ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში სტანდარტი წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. მისივე თქმით, ამ კუთხით პრეზიდენტთან და პარლამენტთან გამართულმა კონსულტაციებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.
საკანონმდებლო ორგანო საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტს პლენარული სხდომის ფორმატში, 10 ივნისს განიხილავს.
პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე თამარ ქალდანის და ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურები წარედგინა.
წინასაარჩევნო პროცესში კანონმდებლობის ფარგლებში ჩავერთვები, არ ვიყენებთ არანაირ ადმინისტრაციულ რესურსს - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმირტრი ქუმსიშვილმა.
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი ”მაუწყებლობის შესახებ“ კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ”საარჩევნო კოდექსის” შესაბამისად.
საარჩენო კამპანიის დაწყების გამო დღეიდან ძალაში შევიდა აკრძალვები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივ და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოქმედებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.