წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების გამო სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა იკრძალება. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.
არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე წინასაარჩევნო კამპანია იწყება.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებებს ხელი მოაწერა.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი რაც შეიძლება მალე“, - აღნიშნული განცხადება „რუსთავი-2“-თან საუბრისას აშშ-ს მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში, დევიდ კრამერმა გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა კარნეგის ცენტრში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება, - აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ, ბოტანიკურ ბაღთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა თეთრ სახლში, ევრილ ჰეინსთან, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილესთან გამართა.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს ბრიუსელს ეწვევა, სადაც ქვეყნის პირველ პირს უმაღლესი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
“საქართველოში საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა”, - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც გუშინ მისი დროებითი კაბინეტი „ოდესა-რენის“ გზაზე, კარავში განთავსდა.
ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტელეჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მის დროსაც და ახლანდელი ხელისუფლების პირობებშიც საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლოა შეცდომები იყო დაშვებული და "უკეთესნი გარეთ დარჩნენ", მაგრამ, მისი თქმით, ოპტიმალური არჩევანი გაკეთდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.