საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესებისთვის აუცილებელი ყველა კრიტერიუმი შეასრულა, ამიტომ აღნიშნული საკითხის განხილვა შეყოვნების გარეშე უნდა მოხდეს, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, მარტინ შულცი ”ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში.
ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, “ქართული ოცნება“ პარლამენტში დაახლოებით 95-ადგილს დაიკავებს, რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს, - აღნიშნული განცხადება "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში, სტამბულის ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტში ევროპის პარლამენტის სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტს ჯანი პიტელას შეხვდა.
ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის პრობლემის არსებობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გამგებლებს კვალიფიციურობა აკლიათ, მართვის გამოცდილება არ აქვთ და არ იციან ეკონომიკა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.
„მინდა მოსახლეობას მოვუწოდო - „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ რევოლუციური სურათი დადოს - ნურავის ნუ გეშინიათ“ - აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან დიდი რესურსი აქვს და ნებისმიერ დროს, როცა მოუნდება, კარებს შეაღებს პოლიტიკაში, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მათ წისქვილზე ასხამს ხშირად წყალს, არ მგონია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” კაცი იყოს, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.