საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ ”ქართული ოცნების” დატოვება უჭირს. როგორც ნიშნიანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯერჯერობით მისთვის პარტიაში დარჩენაზე არც უარი უთქვამთ, არც თანხმობა და ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ელოდება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტის განხილვა დეპუტატებს, გიგა ბუკიასა და თამარ კორძაიას შორის მცირედი შელაპარაკებით დაიწყო.
დეპუტი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტში რჩება მნიშვნელოვანი არაკონსტიტუციური ფორმულირებები, რაც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ასახული არ არის.
თუ "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდა ხელისუფლებაში, მაშინ ყველა ის თემა, რომელიც გვგონია, რომ მოხსნილია, მთელი თავისი სიმწვავით დადგება ქართული საზოგადოების წინაშე, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, რომელიც დღეს 13:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
გუშინვე მივესალმე პრემიერ-მინისტრის კონსტრუქციულ პოზიციას, შენიშვნების ის ნაწილი, რაც იქნება არსებითი და სწორი, გაზიარებას დაექვემდებარება, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.
დიდი ალბათობით, ვეტოს დავეთანხმებით და მის დაძლევაზე არ ვიზრუნებთ, - აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილის წერილს "წარსულის წერილად" აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ "ამ საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" სამყაროში ცხოვრება აღარ უნდა. საზოგადოება ახალ არჩევანს ეძებს." აღნიშნულის შესახებ ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსთან" საუბრობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე პრეზიდენტის მიერ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას ეხმიანება.
მას შემდეგ რაც პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობა დაეთანხმოს პრეზიდენტის შენიშვნებს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის შენიშვნები გასაზიარებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.