ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს იმ პირთა ფოტოები წარუდგინა, რომლებიც მისი თქმით, კორცხელში მომხდარ ინციდენტში გიგა ბოკერიას დავალებით მოქმედებდნენ.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია, საერთო ჯამში არჩევნებმა ორმოცდახუთივე უბანზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას მწვავე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
”საქართველოს პრეზიდენტი გმობს ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას და მოუწოდებს საზოგადოებას, გააცნობიეროს, რომ მსგავს ინციდენტებს არ ჰყავს გამარჯვებული, ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები, - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული განაცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გააკეთა.
კახა კალაძე კიდევ ერთ საგანგებო ბრიფინგს მართავს და სოფელ კორცხელში დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს. როგორც ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, "ნაციონალურ მოძრაობას" ადგილზე მობილიზებული ჰყავს ზონდერჯგუფები, რომელსაც ბოკერია ხელძღვანელობს.
კორცხელში მომხდარ ინციდენტზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გოკა გაბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა” ხელისუფლებას სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის დაუყონებლივი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
”სამართლიანი არჩევნები” ზუგდიდში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს გმობს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედება დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპებს ეწინააღმდეგება.
გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სოფელ კორცხელში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს, - ნათქვამია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.