პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. პროექტი უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული, რომლის მიხედვითაც ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის იგეგმება.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში, უგანდის პრემიერ-მინისტრს, რუჰაკანა რუგუნდას შეხვდა.
გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა ჩილელ კოლეგასთან, ჰერალდო მუნოს ვალენსუელასთან გამართა.
საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მომავალ არჩევნებსა და არაფორმალურ მმართველობაზე შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე ისაუბრეს.
საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მის ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდს შეხვდა.
"ერთადერთი ვინც ბიძინა ივანიშვილს რეალურ ინფორმაციას აწვდის, არის სუსი-ს უფროსი ვახტანგ გომელაური. დანარჩენებს მასთან ტყუილი ინფორმაციები მიაქვთ," აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის PACE-ში გამოსვლას აფასებს.
”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლის სტილი იყო ევროპული.
ჩვენ ვთვლით, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მიუღებელია. საქართველოში ეს უფლება არავის ეზღუდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც ახსენა და თქვა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშები პოზიტიურია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.