ვფიქრობ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი იყო, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მიუხედავად ამისა, სერგეენკო თვლის, რომ ”ქართულ ოცნებას” ყველაზე მაღალი შანსი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.
ველოდებით, რომ ევროპარლამენტი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს აშშ-ში.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 25-29 აპრილს სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 25-29 აპრილს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
საქართველო არის კარგი მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის, - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას განაცხადა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს განცხადება აშშ-ის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას არ წამოადგენს. ელჩის მოადგილის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი სტივ რასელი ორი დღის წინათ საქართველოს შესახებ კონგრესში ვრცელი სიტყვით გამოვიდა. ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში მის გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
”მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ მიმდინარეობს ქვეყნის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია!" - ნათქვამია შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო არის კარგი მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის, - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას გააკეთა.
„საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე სამუშაო ვიზიტად აშშ-ში იმყოფება. იგი ვაშინგტონში სენატორებს, კონგრესმენებს, არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.