ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, NDI-სა და IRI –ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები „საფუძვლიან ეჭვებს“ იწვევს, რადგან მისი თქმით, კვლევებს აკეთებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ხოლო 2012 წლიდან ჩატარებულ NDI-სა და IRI–ს ყველა კვლევაში ცდომილება არის დაახლოებით 30-40%.
არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოშო ოფიციალურ ვიზიტად მყოფ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ჩუნგ უი ჰვას შეხვდა.
ჩრდილოეთ ევროპის, ბალტიისა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლების დაუყოვნებლივ მიცემის აუცილებლობის შესახებ განაცხადეს.
IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია. კვლევა სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნის განვითარების შესახებ გამოკითხულთა პოზიციასაც ასახავს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევები უკვე ცნობილია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 71% მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო 4 წლის მანძილზე ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, 5%-ის აზრით ის გაუმჯობესდა, 23% კი აცხადებს, რომ იგივე დარჩა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევები უკვე ცნობილია. კვლევამ დაადგინა, რომ საზოგადოებისთვის ეროვნული პრობლემების პირველი სამეული ასე გამოიყურება: უმუშევრობა, ეკონომიკური მდგომარეობა და ტერიტორიული მთლიანობა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევების მიხედვით, ლიდერების მიმართ კეთილგანწყობის კუთხით "საქართველოს განვითარების ფონდის" თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე ლიდერობს. მის მიმართ გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 75%-ია კეთილგანწყობილი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევების შედეგები უკვე ცნობილია. IRI-ის კვლევის თანამახმად, ნატო-ში გაწევრიანების მომხრე 79%-ია, ევროკავშირში გაწევრიანებას კი 85% უჭერს მხარს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევები უკვე ცნობილია. IRI-ის კვლევების მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში ”ქართული ოცნება” ლიდერობს და მას გამოკითხულთა 20% უჭერს მხარს, ხოლო მეორე ადგილზე ”ნაციონალური მოძრაობაა”. მას გამოკითხულთა 19% უჭერს მხარს, მე-3 ადგილზე კი თავისუფალი დემოკრატები იმყოფებიან. მათ 13% უჭერს მხარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.