საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესტონელ კოლეგასთან მარინა კალიურანდთან, შეხვედრა გამართა.
"ჩვენ ნამდვილად გავეცით გარანტიები ბრიუსელში, რომ საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ევროკომისია ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ესტონეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ესტონეთის პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესთან და პრემიერ-მინისტრ ტაავი როივასთან.
ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პარტნიორების დახმარებით რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ მუშაობს.
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" განხეთქილებაა. კოალიციაში შემავალი "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ წამყვან ფიგურას, თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს უპირისპირდება და ამბობს, რომ საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ხიდაშელმა "თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოჭრა".
საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მაროშ შევჩოვიჩის შეხვედრაზე გაგრძელდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით მინისტერიალი იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.