მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას შეხვდა.
დღეს აქ ვიმყოფებით, რათა ხაზი გავუსვათ ნატო-ს მხარდაჭერას, ძლიერ და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას საქართველოსთან, - ამის შესახებ ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსმა, ჯორჯო ლაციომ განაცხადა.
"საქართველომ ხუთშაბათს ხელი მოაწერა ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა 150 მილიონი ევრო ქვეყნისთვის" - განცხადება ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "როიტერსთან" ინტერვიუში გააკეთა.
საქართველოს-პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის შეხვდა. ინფორმაციას ამის სესახებ პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის აზრით, მოსამართლეთა დანიშვნა ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, "როიტერსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოში ირანის რესპუბლიკის ელჩის, აბას თალები-ფარის განცხადებით, როდესაც სახელმწიფო იღებს ვიზების შემოღებაზე ან გაუქმებაზე გადაწყვეტილებას, ეს არის ქვეყნის სუვერენული უფლება.
მიუნხენში უსაფრთხოების რიგით 52-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ჟან ივ ლე დრიანი გამოვლენ.
ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით, საქართველოს გეგმები რუსეთის მიერ კონფრონტაციის ნიშნად არ უნდა იქნეს მიჩნეული, - განცხადება ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "როიტერსთან" ინტერვიუში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.