ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში ჩამოვიდა. ტუსკი თბილისს საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ორდღიან ვიზიტად ესტუმრა.
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურის დასახელებას მიესალმება.
ლიტვის რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი თბილისს 22 ივლისს ეწვევა. ლიტვის საელჩოს ინფორმაციით , ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოში ელჩად დანიშვნის მიზნით, ლიტველ დიპლომატს რწმუნებათა სიგელები 2015 წლის 19 ივნისს გადასცა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის საკანონმდებლო რეფორმის საბოლოო რედაქციას აქვეყნებს, რომელიც ვენეციის კომისიის, ეუთოსა და ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციებს ასახავს.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის მოადგილედ რამდენიმე დღის წინათ დაინიშნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კერესელიძის შეფასებით, საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოწევის ილუზია რეალურად, საზღვრის დელიმიტაციამ შექმნა. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არანაირ საზღვრის გადმოწევას 10 ჰექტარით ადგილი არ ჰქონია.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვახტანგ გომელაურის შემცვლელს 2-3 დღეში წარადგენს. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის წარდგენამდე კი უწყებას კვლავ ვახტანგ გომელაურიუხელმძღვანელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა დაასახელა.
ქართლის სოფლების, ორჭოსანის და ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო გამყოფი ხაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყნის ხელისუფლებისაგან ითხოვენ რუსეთის საწინააღმდეგო აგრესიული რიტორიკის განახლებას და მოქმედებას!
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დღეს დილის 10 საათზე დაასახელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.