დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის მოადგილედ სანდრო ბრეგაძე დაინიშნა. სანდრო ბრეგაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრის, დავით დარახველიძის მოადგილე იყო.
ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა. 103 – მომხრე 27 წინააღმდეგი , კენჭისყრის ამ შედეგით ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცეს.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დიდი აურზაურია... პრეზიდენტ მარგველაშვილს გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც სურდა წასვლა და სავარაუდოდ, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზეც გამოთქვამს ასეთივე სურვილს, თან, არაფრით ეთმობა ავლაბრის ნასააკაშვილისეული სასახლე და დიდ განცდებშია, რომ მას იქაურობა "არ დაატოვებინოს" კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა!..
ზუსტად ორი წლის წინ, პირველ ოქტომბერს, ჩვენმა ხალხმა უარი უთხრა ძალადობას, შიშს და ყოველგვარ უსამართლობას, რომელიც გამეფებული იყო ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ორწლიანი მმართველობის შეჯამებისას განუცხადა.
„დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანასწორი კანონის წინაშე, არავინ დგას კანონზე მაღლა. ჩვენი ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია.” - საქართველოს პრემიერ–მინისტრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის ორი წელი შეაფასა.
ამერიკაში საქართველოს ელჩსა და გენერალურ კონსულს, გაეროს შტაბ-ბინასთან პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად, მათ არანაირ პრევენციულ ღონისძიებას არ მიმართეს.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ი ეხმაურება ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამუშაო ვიზაზე უარი უთხრა.
1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე, კიევიდან 100 კმ–ში მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე მოხდა ავარია. ეს იყო საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ბირთვული აფეთქება, რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.
გაერო-ს განვითარების პროგრამა(UNDP) საქართველოს მთავრობას, ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, პარტნიორობის ახალ გეგმას სთავაზობს. ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ჰელენ კლარკის შეხვედრაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პარლამენტში განსახილველ კანონპროექტებსა და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე იმსჯელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.