სააკაშვილის პრეზიდენტობისას დანიშნულმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა შვედეთსა და მექსიკაში თანამდებობებიდან წასვლა და სამშობლოში დაბრუნება ითხოვეს. როგორც ცნობილი გახდა, შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და მექსიკაში საქართველოს ელჩი მალხაზ მიქელაძე პოსტებს დატოვებენ.
ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ როდის გაეგზავრება ირაკლი ღარიბაშვილი კიევში. მისივე თქმით, უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საბერძნეთს საგარეო ვალი არ ჩამოეწერება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გერმანულ გამოცემა Hamburger Abendblatt-თან ინტერვიუში განაცხადა.
პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას არაფრის უნარი არ შესწევს.
რუსთაველის მეტროსთან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებით აქცია გაიმართა. როგორც ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მყოფი დამნაშავეები დასაჯოს.
რადიო "თავისუფლება" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილის აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს , სადაც მინისტრი რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგის დროებით შეჩერებაზე საუბრობს.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდერ ვერშბოუს განცხადებით, რუსეთის რეაქციის მიუხედავად, საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება ბოლომდე იქნება მიყვანილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის დიალოგი დროებით შეჩერებულია იმ ქმედებების გამო, რომელიც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახორციელა, თუმცა სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადება, რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგის დროებით გაჩერების შესახებ, არასწორი ინტერპრეტაციია.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.