მინისტრებს ჩემი გადაწყვეტილება პირადად გავაცანი და მათ ეს ნორმალურად მიიღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
პარლამენტმა მინისტთა კაბინეტს ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს. ამას კონსტიტუცია მთავრობის შემადგენლობაში შვიდი მინისტრის შეცვლის საფუძველზე ითვალისწინებს.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გამორიცხულია, - ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს ჩაანაცვლებს.
ოპერაცია, სახელმწოდებით "თავდაცვის ზღვარი" ღაზას სექტორში გაგრძელდება, ვიდრე ისრაელის ქალაქებში სიმშვიდე არ დაბრუნდება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-ის ეთერში განაცხადა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქამერონმა სატელეფონო საუბრისას მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777"-ის ჩამოგდების, ისრაელ-პალესტინისა და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხები განიხილეს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ღაზას სექტორში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბარბაროსობაში ჰიტლერსაც კი გადააჭარბა.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია. დოკუმენტმა ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო. "ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ" შეთანხმების რატიფიცირება 123 ხმით განხორციელდა.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, შტეფან ფულე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ფოკუსირებული იყოს მთავარ გამოწვევაზე.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტი ქვეყნისთვის ისტორიული დოკუმენტის რაფიტიკაციას ახდენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.