ისრაელის ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს ისრაელის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ იუვალ ფუქსის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო და ისრაელის მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის ადმინისტრაცი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.
დღეს ჩვენ ვეთხოვებით თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ თვალსაჩინო პოლიტიკოსს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამგლოვიარო ცერემონიაზე სამების საკათედრო ტაძარში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შესახებ გამოქვეყნებულ ბლოგში მის დამსახურებებზე საუბრობს და წერს, რომ "ჩვენი ქვეყანა მან [შევარდნაძემ] პირველმა დააყენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და თავისი რეპუტაციით "აიძულა" მაშინდელი უცხოელები, დაენახათ საქართველო მსოფლიო რუკაზე".
ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების დღეს ხმის მიცემა მცირედი დარღვევებით მიმდინარეობდა, თუმცა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულმა სამართლებრივმა ქმედებებმა წინასაარჩევნო გარემო დაძაბა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამგებლების არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ცესკო-ს მონაცემებით, მე-2 ტურში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში კოალიცია "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ცესკოს პირველადი მონაცემებით თბილისში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის, 541 უბნის მონაცემის მიხედვით, კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატ დავით ნარმანიას ხმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 72,46%-მა მისცა.
ცესკო-ს მონაცემების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ყველაზე მაღალი აქტივობა ხონში დაფიქსირდა, სადაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 62.4%-მა მიიღო, ყველაზე დაბალი აქტივობა კი იყო ბათუმში, სადაც არჩევნებზე ამომრჩეველთა 26,01% მივიდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოქმედი ხელისუფლება დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების ტრადიციას ამკვიდრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.