პოლიცია არის აბსოლუტურად დეპოლიტიზებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას პრემია არც ერთხელ არ აუღია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა "ექსპო ჯორჯიაში" ჟურნალისტებთან მიმდინარე შეხვედრაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გარდა, მთავრობის ყველა წევრის პრემიების შესახებ ინფორმაცია განსაჯაროვდა.
გვაქვს ამბიცია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო გარემო გაუმჯობესდა.
საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის რანგში ჟურნალისტებს უკვე მეორედ ხვდება.
კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" ქვეყანაში არსებულ რეალობას პასუხისმგებლობით ეკიდება, მაშინ ნორმალური და თავისუფალი არჩევნები უნდა ჩაატაროს.
ბარაქ ობამა კონგრესს წინადადებით მიმართავს, ერთი მილიარდი დოლარი გამოყოს აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედროების განთავსებისთვის.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი იმის განხილვას იწყებს, თუ როგორ დააფასოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
საარჩევნო ბლოკმა - "ქართული ოცნება" – 12 თვითმმართველ ქალაქში მერობის კანდიდატები სპორტის სასახლეში, საარჩევნო კამპანიის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაასახელა.
16 ივნისს, დილით ყველა დარწმუნდება, რომ ამ ბრძოლას მაინც მოვიგებ,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხდა, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილის საჩივარი გორის მერობის კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დავით ქევხიშვილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადააყენეს. საკრებულოს წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გამგებლის მოვალეობის შესრულება ქევხიშვილის მოადგილეს, მალხაზ ხიზანიშვილს დაეკისრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.