ისევე, როგორც 2 წლის წინათ, ახლაც ყოველი თქვენგანის ხმა გადამწყვეტია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს უზრუნველყონ წესრიგი ყველგან, პოლიტიკურ პარტიებს კი მიმართავს არ დაუშვან ძალადობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მარნეულში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატ მერაბ თოფჩიშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით , ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ რაიონში "ძალიან სახიფათო თამაშის" წამოწყების საშუალება არ მისცა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვანო მაჭავარიანის და ლაშა აბაშიძის გათავისუფლების შესახებ განკარგულებები გამოაქვეყნა.
"ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს და საარჩევნო პროცესიდან გამოთიშვას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება მერაბ თოფჩიშვილმა მარნეულში, საკუთარი საარჩევნო შტაბის წინ გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზებს და ოსებს ასოცირების შეთანხმების პერსპექტივებით სარგებლობას სთავაზობს.
კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კოალიციის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი კანდიდატად მაინც რჩება. როგორც ცესკოში განმარტავენ, კანდიდატურის მოხსნის ვადები ამოწურულია, ბიულეტენების ბეჭდვა დაწყებულია და ცვლილებები ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბიულეტენზე თოფჩიშვილის გვარი მაინც იქნება.
ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, აშშ მზადაა სამხედრო მოქმედებებისთვის იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა ერაყის ტერორისტებისგან დაცვა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
ევროკომიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზო იმედოვნებს, რომ საქართველოში 15 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. ამის შესახებ ბაროზომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ "ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუს იმ ნაწილსგამოეხმაურა, სადაც პრემიერი ამბობს, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.