27თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი შეკითხვა მას ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ვიცე-პრემიერმა, ამერიკაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მცხოვრებმა, თემურ ბასილიამაც დაუსვა.
ატლანტიკურ საბჭოში ირაკლი ღარიბაშვილს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილზეც დაუსვეს შეკითხვა. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილს სრული უფლება აქვს და შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში.
"ერთხელ ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ როცა მე დავტოვებ თანამდებობას, შესაძლოა 5 წელიწადში, შესაძლოა უფრო გვიან ან უფრო ადრეც, არავინ იცის, მე მინდა ვიყო პასუხისმგებელი იმაზე რასაც ახლა ვაკეთებ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართულ შეხვედრაზე
კიევის პეჩორის რაონის სასამათლომ მიიღო დადგენილება ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების თაობაზე. იანუკოვიჩი ეჭვმიტანილია განზრახ მკვლელობაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კონგრესმენმა ადამ კინსინგერმა შეხვედრაზე აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და ამ მიმართულებით საქართველოს ახალი ხელისუფლების ხედვებზე ისაუბრეს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში საკმაოდ მაღალი თანამდებობის დაკავება შესთავაზეს. ამის შესახებ თავად სააკაშვილმა, გადაცემა "არჩევანში" საუბრისას განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა თანამდებობა შესთავაზეს მას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
ვაშინგტონში გუშინდელი ინტენსიური შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებების განახლებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. ქართული საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.