პოლიტიკა

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, 2014 წლის თებერვალში ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, პოლიტიკურ დევნას ემსახურება და ათასობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

სრულად...

ყოფილი პოლიციელისა და ადვოკატის, გიორგი ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებს იმ ადამიანებთან აქვთ კითხვები, ვისაც ეგონა, რომ მუდმივად ხელისუფლებაში იქნებოდნენ.

სრულად...

ნინო ბურჯანაძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრები დაიწყო. დღეს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

სრულად...

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, გამგებლებისა და ქალაქების მერების კანდიდატურების წარდგენის უფლება ექსკლუზიურად მხოლოდ პარტიებს ეძლევათ.

სრულად...

ვაშინგტონში მოუთმენლად ელიან, გაიცნონ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა

სრულად...

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ადვოკატ გიორგი ონიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს, რაც მისი საადვოკატო საქმიანობითაა გამოწვეული.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში უკრაინაში განვითარებულ სისხლიან მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ დღევანდელი მსოფლიოს მშვიდობიანი არსებობა მყიფეა და იგი საფრთხეშია. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ახლადშეძენილ შენობას ეწვია.

სრულად...

"არ მისცეთ პუტინს თქვენი გამარჯვების წართმევის უფლება", - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევში ევროპის მოედანზე შეკრებილ აქტივისტებს.

სრულად...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარის ადგილსამყოფელი უცნობია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კოჟარა, ფაქტობრივად, სამინისტროს მთელ ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად გაუჩინარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი