შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ვიცე პრეზიდენტთან - ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სააგენტო Reuters-თან მიცემულ ინტერვიუში.
რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის წარმომადგენელმა დსთ-ს საკითხებში ლეონიდ სლუცკიმ ყირიმში ვიზიტისას განცხადა, რომ რუსეთი უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას მხარს დაუჭერს.
უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია "უდარის" თავმჯდომარე, ვიტალი კლიჩკო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, - აღნიშნულ ინფორმაციას AFP ავრცელებს.
ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის განახლების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართული მხარე კვლავაც კონსტრუქციული მიდგომების მომხრედ რჩება და მთავრობის სურვილია "დიალოგის რეჟიმში მოხდეს სიტუაციის დარეგულირება".
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, რუსეთი საერთაშორისო პრესტიჟის შელახვას არ მოერიდა და ოლიმპიადიდან 24 საათის განმავლობაში მავთულხლართების გაბმის პროცესი განაახლა.
საქართვლოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში და მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 1921 წლის თებერვალში კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში "ფინური ვარიანტი" სჭირდება ", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Financial Times ზბიგნევ ბჟეზინსკის სტატიას რუსეთ-უკრაინის შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან და შემდგომ პრეზიდენტთან შეხვედრა არის ხაზგასმა, რომ ამერიკა მტკიცედ და ნათლად გამოხატავას მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის , სუვერენეტიტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის შეფასებით, თეთრ სახლში ქართული დელეგაციისა და პრემიერ-მინისტრის მიერ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან გამართულმა გუშინდელმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების: მთავრობის, პარლამენტის და პრეზიდენტის კურსი არის კარგად გათვლილი და მომავალზე ორიენტირებული".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.