პოლიტიკა

ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი - ის აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილის პოლიციისადმი მიმართვის შესახებ განაცხადა.

სრულად...

„ეს რაც ხდება არის ძალიან მძიმე. ეს ყველაფერი აზიანებს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას, სახელმწიფო უწყებებს, რომლებსაც მე წლების განმავლობაში ვემსახურებოდი და ვემსახურები. არ ვაპირებ ამ საკითხზე ჭორაობას”, - განაცხადა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.

სრულად...

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირებიდან მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერების გავრცელების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებზე.

სრულად...

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებთ - „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება", - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია.

სრულად...

რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ერთადერთი გზაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ აბდულჰამით გულთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

გამოძიება დაწყებულია და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკაში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს.

სრულად...

ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ, სააკაშვილის და სამწუხაროდ, იკვეთება სხვა მოღალატეების კვალიც მთელს ამ შეთქმულებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩანაწერების საქმეს ეხებოდა.

სრულად...

მე, როგორც მისი ქვეშევრდომი, დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, სულ მცირე ერთხელ შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია. მე დიდი მოწიწებით მითქვამს, რომ ეს დავალება ვერ შესრულდება, მერე მას გაუაზრებია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

სრულად...

როდესაც გიორგი გახარია იყო შს მინისტრი, მაშინ სად იყო ალექსანდრე ხოჯევანიშვილი?! ვინ იყო გახარია? გახარია რომ ვიცე-პრემიერი იყო და ჩვენი ყველასი, ძალოვანი სტრუქტურების კურატორი, ეს თქვენ ხომ იცით?! - ამის შესახებ გადაცემაში „არჩევნები 2021“ თეა წულუკიანმა სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი